|
2023-05-24 11:12:10, 697 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი სამხრეთ კავკასიაში ფინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი სამხრეთ კავკასიაში ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კირსტი ნარინენს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის გარემოს დაცვის, მათ შორის, წყლის რესურსების მდგრადი მართვის და სოფლის მეურნეობის, კერძოდ, ღვინის ექსპორტის მიმართულებით შესაძლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „ბოლო წლებში, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად, გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველომ არაერთი რეფორმის განხორციელება დაიწყო; მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონპროექტის შემუშავება. აღნიშნული კანონის მიღების შემდგომ, დაინერგება მთელი რიგი ახალი სტანდარტები, რომელიც ქვეყანაში წყლის რესურსების მართვის სისტემას გააუმჯობესებს. რეფორმები, ახალი რეგულაციები და სტანდარტები შესაბამის ადამიანურ რესურსს - დარგისს პეციალისტებს და ექსპერტებს მოითხოვს, რაც საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. შესაბამისად, აღნიშნულ პროცესში დიდი გამოცდილების მქონე ქვეყნის, ფინეთის მხარდაჭერა და ექსპერტული დახმარება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. როგორც შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიაში ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა აღნიშნა, ფინეთში გარემოსდაცვითი მიმართულებით რეფორმების აქტიური განხორციელება გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო. „ფინეთში წყლის რესურსების მდგრადი მართვა მაღალ დონეზეა განვითარებული. შემუშავებულია საერთაშორისო წყლის სტრატეგია, რომელსაც ეყრდნობა ფინეთის „წყლის დიპლომატიის“ კონცეფცია, რაც CROSSWATER (საზღვრისპირა ზონებში ინტეგრირებული წყლის მართვის სისტემა) სისტემის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ჩვენ მზად ვართ, საქართველოს გავუზიაროთ გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა ამ მიმართულებით“, - განაცხადა კირსტი ნარინენმა. შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ღვინის ექსპორტის შესაძლებლობებზეც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ფინეთში, ყოველწლიურად, იმართება ღვინისა და სურსათის მიმართულების მასშტაბური საერთაშორისო გამოფენა, რომელიც ქართველი ღვინის მწარმოებლებისთვის შესაძლოა გახდეს მნიშვნელოვანი პლატფორმა პარტნიორების მოძიებისა და ფინეთის ბაზარზე ექსპორტისთვის.
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)