|
2023-05-22 22:32:46, 1631 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ნატო-ს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ჩვენთვის იმუშავებს
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ნატო-ს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რომელიც ჩვენთვის იმუშავებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას ისაუბრა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინელ მეომრებს გაწეული შრომისთვის და თავდადებისთვის და აღნიშნა, რომ უკრაინის ოლქებს საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სჭირდებათ, აღნიშნულ საკითხზე კი პარტნიორებთან ერთად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. „მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მეომარს, რომლებიც იცავენ ცას. გუშინ ღამიდან დღეს დილამდე მათ 25 „შაჰედი“ ჩამოაგდეს. 25-დან 25. ეს შესანიშნავი შედეგია. ყოველი ასეთი ჩამოგდება ნიშნავს სიცოცხლის გადარჩენას, ინფრასტრუქტურის გადარჩენას. მათ ასევე მოახერხეს ტერორისტების ზოგიერთი რაკეტის ჩამოგდება, მაგრამ, სამწუხაროდ, არა ყველასი. სამწუხაროდ, იყო დარტყმები. დნიპრო და ხარკოვი, ოდესა და ლვოვი, კიევი და ზაპორიჟიე – ჩვენს ყველა ქალაქს და ჩვენს საზოგადოებას სჭირდება სრულფასოვანი საჰაერო ფარი. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ ამაზე ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)