|
2023-05-22 17:38:53, 1536 ნახვა
ომი უკრაინაში
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები გენოციდად აღიარა
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები გენოციდად აღიარა, ხოლო ტერორისტული რეჟიმი რუსეთში რასისტულად,- აღნიშნულის შესახებ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელმა, იეგორ ჩერნევმა განაცხადა. ჩერნევის განცხადებით, ლუქსემბურგში ასამბლეის სესიაზე მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომელიც ასახავს NATO-ს ქვეყნების პარლამენტარების მხარდაჭერას საერთაშორისო ტრიბუნალის მიმართ, რათა უკრაინას დახმარება გამარჯვებამდე და გამარჯვების შემდეგ გაუწიოს. "ლუქსემბურგში ასამბლეის ამ სესიაზე, ჩვენ მოვახერხეთ ძალიან ძლიერი დეკლარაციის მიღება, რომელსაც დიდი პოლიტიკური შედეგი ექნება",- განაცხადა ჩერნევმა. გარდა ამისა, დოკუმენტი ასევე აღიარებს რუსეთის დანაშაულებს უკრაინის წინააღმდეგ, როგორც გენოციდს, გმობს რაშიზმის იდეოლოგიას, მხარს უჭერს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სანქციებს, რეპარაციებსა და უკრაინის „მარშალის გეგმას“. მისივე თქმით, ასამბლეამ ასევ მოუწოდა მათი ქვეყნების მთავრობებს, ვილნიუსის სამიტზე ღიად გამოაცხადონ, რომ უკრაინა NATO-ს ალიანსის წევრი გახდება. "ეს არის ჩვენი დიპლომატიური გამარჯვება. ყველა ჩვენი მთავარი სურვილი დეკლარაციის საბოლოო ტექსტთან დაკავშირებით გათვალისწინებულია",- დასძინა ჩერნევმა.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)