|
2023-05-22 17:24:47, 968 ნახვა
პოლიტიკა
კინზინგერი - ქართველებს არ სურთ, რომ რუსეთის საკუთრება იყვნენ, ირაკლი კობახიძეს სურს
ირაკლი კობახიძე ახლა მთლიანად იხსნის ნიღაბს, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი ადამ კინზინგერი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის სანქცირებული წევრების საქართველოში ვიზიტზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. როგორც კინზინგერი აღნიშნავს, ქართველებს არ სურთ, რომ რუსეთის საკუთრება იყვნენ, ირაკლი კობახიძეს კი, სურს. "ირაკლი კობახიძე ახლა მთლიანად იხსნის ნიღაბს. ქართველებს არ სურთ, რომ რუსეთის საკუთრება იყვნენ, ირაკლის სურს", - განაცხადა კინზინგერმა. შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აწარმოებს ქსენოფობიურ კამპანიას, როდესაც ლავროვის ოჯახის ქორწილის ჩაშლაას ხალხის გამარჯვებად თვლის და აღნიშნავს, რომ ეს არის სამარცხვინო.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



