|
2023-05-22 15:04:28, 914 ნახვა
პოლიტიკა
ArmenPress - ბათუმსა და ნოვოროსიისკს შორის საზღვაო გადაზიდვები აპრილიდან დაიწყო
ნოვოროსიისკი-ბათუმი-ნოვოროსიისკის საზღვაო გზით ტვირთის გადაზიდვა მიმდინარე წლის აპრილის თვიდან დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას სომხური გამოცემა ArmenPress-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ორგანიზაციები დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ ზემო ლარსის პუნქტის ალტერნატიული მარშრუტის შემუშავებას. ახალი მარშრუტის ორგანიზებისთვის კი სომხეთის ხელისუფლებამ კომპანია CE&M INTERNATIONAL აირჩია. "დღეს, ჩვენს გემებს 350 კონტეინერის გადაზიდვა შეუძლიათ. 18 აპრილს, ჩვენ ჩვენ წარმატებით შევასრულეთ ჩვენი პირველი გადაზიდვა. ვგეგმავთ ერთ რეგულარულ ყოველკვირეულ რეისს ნოვოროსიისკისა და ბათუმს შორის და უკან. პარალელურად, მოთხოვნასთან ერთად, თუ საჭირო იქნება, ჩვენ შევძლებთ რომ გავზარდოთ გადაზიდვის რაოდენობა 2-3-მდე. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ რეგულარული, სტაბილური ტრანსპორტირება შევასრულოთ კვირაში ერთხელ",- აცხადებს CE&M INTERNATIONAL-ის დირექტორი დავიდ ილოიანი სომხურ მედიასთან საუბრისას.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



