|
2023-05-22 14:09:10, 849 ნახვა
საზოგადოება
მეუფე იაკობი - ყვირიან რუსზეა გაყიდული მთავრობაო, დაუჯერებენ ევროპაში და რომ არ მოგვცენ სტატუსი, ხომ ხალხის ბრალი იქნება? [ვიდეო]
დღეს რომ ყვირიან რუსზეა გაყიდული მთავრობაო, დაუჯერებენ ევროპაში და რომ არ მოგვცენ სტატუსი, ხომ ისევ ამ ხალხის ბრალი იქნება? - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მეუფე იაკობის თქმით თუ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს არ მისცემენ, ეს იმ ხალხის ბრალი იქნება, რომლებიც ქუჩაში აქციებს მართავდნენ და „ქაჯებივით და ცოფიანი ნადირებივით დარბოდნენ“. "დღეს რომ გამოდიან და იძახიან, რამდენიმე თვეში უნდა მიიღონ საქართველოზე გადაწყვეტილება, ის კანდიდატის სტატუსი მოგცენ თუ არ მოგცენ. დღეს რომ ყვირიან რუსზეა გაყიდული მთავრობა, მთავრობა რუსია, რუსია, რუსიაო, ევროპაში მერე გეტყვიან, ახლა უყურებენ, ხალხი გამოდის და დაიჯერებენ, ამათ დაუჯერებენ და ესე იგი, ახალგაზრდობასაც რომ იყოლიებენ, მე მინდა, რომ ახალგაზრდობამ გადახედოს, ვისი ბრალი იქნება რომ არ მოგვცენ, ხომ ისევ ამ ხალხის ბრალი იქნება? ესე იგი ვინ გამოდის რუსი? ეს ვის აწყობს, საქართველო რომ მძიმე მდგომარეობაში იყოს. ევროპა თუ იძახის და დასავლეთი თუ იძახის, რომ რუსს აწყობს, მაშინ ესენი ვინ გამოდიან, რომლებიც წინა დღეებში დარბოდნენ იმასავით, მაპატიეთ გამოთქმისთვის, ქაჯებივით, ცოფიანი ნადირებივით დარბოდნენ რა. შეიძლება ასე? შეიძლება საქართველო ასეთ სიტუაციაში ჩავაყენოთ? ვინ ხართ, რა ავტორიტეტი გაქვთ ბოლოს და ბოლოს, ვის უპირისპირდებით. არ გეშინიათ? ღმერთი კაი, არა გწამთ, მაგრამ ხალხის არ გეშინიათ? ვისი სახელით ლაპარაკობთ",- განაცხადა მეუფე იაკობმა.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)