|
2023-05-22 13:52:38, 954 ნახვა
საზოგადოება
1000-ზე მეტი დარეგისტრირებული უფროსკლასელი „თიბისის“ განათლების პროგრამაზე
თიბისის ტექნოლოგიური განათლების პროგრამაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, ათი დღის განმავლობაში, 1000-ზე მეტი უფროსკლასელი დარეგისტრირდა. დღეს ტექნოლოგიებში გათვითცნობიერება, საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, წარმატების მიღწევის განმსაზღვრელია. სწორედ ამიტომ, "თიბისიმ" დაიწყო მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, თანამედროვე პროფესიების შემსწავლელი, სრულად დაფინანსებული, საგანმანათლებლო პროგრამა. მოკლე და გრძელვადიან კურსებზე დასასწრებად, პირველ ეტაპზე, 500 ახალგაზრდა შეირჩა, რომლებიც 24 მაისიდან ვებგვერდების, მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) და კომპიუტერული თამაშების შექმნას შეისწავლიან. პროგრამები მოიცავს ონლაინ კურსებს, ვორქშოფებს, კონკურსებს, ჰაკათონებს და სხვა წამახალისებელ-შემოქმედებით მიმართულებებს. კურსების რაოდენობა, მათი შინაარსის მრავალფეროვნება და ადგილების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. "თიბისის" განათლების პროექტი ხორციელდება ჯეოლაბის, უნილაბის, ექსპლორიუმის, USAID-ისა და PH International-ის პარტნიორობით. ამ ეტაპისთვის გაზაფხული-ზაფხულის ნაკადი სრულად შევსებულია. კურსებზე მიღება შემოდგომიდან განახლდება. აღნიშნული სასწავლო პროგრამების განხორციელებით, "თიბისის" მიზანია, ხარისხიანი საბაზისო ცოდნა მისცეს უფროსკლასელებს შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)