|
2023-05-21 16:06:47, 813 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ლავროვის შვილი თავად ითხოვდა თბილისის აღებას 2008 წელს
„ლავროვის შვილი თავად ითხოვდა თბილისის აღებას 2008 წელს, ოკუპაციის შესახებ კანონში მეტი რა უნდა დაირღვეს , რომ ეს ადამიანი არ შემოუშვან.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ოკუპაციის შესახებ კანონში, ისინი აღიარებენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ცალკე სახელმწიფოდ აღიარებენ, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ. ლავროვები, ლავროვის ოჯახის წევრები, თავად იყვნენ ჩართული საქართველოს ოკუპაციაში, ეს, კონკრეტული ადამიანი- შვილი, ითხოვდა თბილისის აღებას 2008 წელს, მეტი რა უნდა დაირღვეს , რომ ეს ადამიანი არ შემოუშვან და შეგახსენებთ, საქართველოს მეგობრები ჟურნალისტი - გორდონი არ შემოუშვეს საქართველოში, რაზე ვლაპარაკობთ - ჩვენს მეგობრებს, ჩვენს პარტნიორებს არ უშვებენ და უშვებენ ლავროვს, პოზნერს, გავრილოვს, ეს არის მათი რუსული პოლიტიკა, ამას გამართლება არ აქვს, საზოგადოებას ვერ მოატყუებენ, ისინი არიან კოლაბორაციაში კრემლთან, მკვლელ პუტინთან და ამ კრიმინალურ დაჯგუფებასთან.“ - ასე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილი ოკუპაციის შესახებ კანონში, ირაკლი კობახიძის განცხადებას.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



