|
2023-05-21 13:53:30, 1007 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია -არ ვაპირებ ამ მონურ სასამართლოზე მისვლას
"არ ვაპირებ ამ მონურ სასამართლოზე მისვლას, ეს არ არის სასამართლო", - ამის შესახებ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გავრცელებულ განცხადებაში დაწერა. "დღეს დილით მოვიდა ციხის ადმინისტრაცია და მითხრა, რომ უნდა გავყვე პოლიციას ცხადია, უარი განვაცხადე. ადვოკატს ისევ არაფერი შეატყობინეს ბოლოს გავიტანე ჩემი. არსად გავყვები. არ ვაპირებ ამ მონურ სასამართლოზე მისვლას. ეს არ არის სასამართლო. ეს არის რუსული რეჟიმის მსახურთა დაჯგუფება. ამიტომ არც მე და არც ჩემი ადვოკატი არ ითანამშრომლებს ამ სისტემასთან. იზოლატორში ყოფნის არანაირი პრობლემა არ მაქვს. არა რუსულ რეჟიმს!" - წერს ხოშტარია. გუშინ თელავში "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. ხოშტარია პოლიციის შენობასთან დააკავეს. პარტიის განცხადებით, ელენე ხოშტარია თელავის პოლიციასთან ყვარელში დაკავებული აქტივისტებისთვის ადვოკატის უფლებას ითხოვდა.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



