|
2023-05-20 17:54:33, 1037 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი „ოცნებას“ - არ შეიძლება ასე ეთამაშოთ და გააღიზიანოთ ხალხი
მე მინდა, მივმართო ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება ასე ეთამაშოთ თქვენს, ხალხს, არ შეიძლება ასე აღიზიანებდეთ თქვენს ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ყვარელში მომხდარი ფაქტი და პირდაპირი ფრენების საკითხი არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა, რომლებმაც კარგად იციან თუ როგორ უნდა დაიცვან ღირსება და დამოუკიდებლობა. "მე მინდა, მივმართო ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება ასე ეთამაშოთ თქვენს, ხალხს, არ შეიძლება ასე აღიზიანებდეთ თქვენს ხალხს. ჯერ დაიწყო ფრენები და ვიღაცები დადიან, გვეუბნებიან, გვიხსნიან, თუ რამდენად გახარებულები არიან იმით, რომ ფრენები აღდგა. ეს არის შეურაცხყოფა ქართველი ხალხის, რომელმაც ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა დაიცვას თავისი ღირსება, თავისი დამოუკიდებლობა და არავის საჩუქრები არ სჭირდებათ მათ, არავისგან და პირველ რიგში, არა იმ ქვეყნისგან, რომელიც არის ჩვენი მუდმივი ოკუპანტი, არა დღეს, გუშინ, გუშინწინ", - განაცხადა ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, დღეს ყვარლის ტბასთან აქციაზე, სადაც აქტივისტები ლავროვის ოჯახის დასანქცირებული პირების კახეთში გასამართ ქორწილს აპროტესტებდნენ, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



