|
2023-05-20 16:31:55, 1041 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ბოლომდე გარუსება გადაწყვიტა
მოგიწოდებთ ყველას, ვისაც შეგიძლიათ, მოხვიდეთ აქციაზე დედაქალაქში, ვისაც შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ ყვარელში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა საქართველოს ბოლომდე გარუსება, აქედან გამომდინარე უმნიშვნელოვანესია, რომ ქართველი ხალხი დადგეს ერთად. "მოგიწოდებთ ყველას, ვისაც შეგიძლიათ, მოხვიდეთ აქციაზე დედაქალაქში, ვისაც შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ ყვარელში და აუცილებელია ადგილზე გაპროტესტება. ჩვენ ვნახეთ ნიღბიანი ზონდერების, რუსული პარტიის მიგზავნილი ზონდერების ძალადობრივი ქმედებები ანტიპუტინისტურ აქციაზე ყვარელში. ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა საქართველოს ბოლომდე გარუსება, ამიტომ უმნიშვნელოვანესია, ქართველი ხალხი დადგეს ერთად და ჩვენ ყველამ ერთად გადავდოთ აბსოლუტურად ყველა განსხვავება რაც კი არსებობს, პოლიტიკური, მოქალაქეობრივი, საქმიანი, ყველაფერი გვერდით უნდა გადავდოთ, როცა საქმე ეხება ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენ სამშობლოს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავალს"
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



