|
2023-05-20 16:17:12, 1054 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - რუსი ვიზიტორების ვიზიტზე ინფორმაცია პირველი ხოშტარიას აქვს, საინტერესოა საიდან
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ყვარლის ტბასთან განვითარებულ მოვლენებს პროვოკაციას უწოდებს. მისივე თქმით, როდესაც რუს ვიზიტორებზეა საუბარი ამის შესახებ ინფორმაცია პირველი ელენე ხოშტარიას აქვს, აქედან გამომდინარე კობახიძე ინტერესდება თუ რა კავშირი აქვს ხოშტარიას ვიზიტორებთან. "ერთი საინტერესო დეტალია, როდესაც საუბარია კონკრეტული რუსი ვიზიტორების საქართველოში ჩამოსვლაზე, პირველი სახელობითი ინფორმაცია აქვს ხოლმე ყოველთვის ხოშტარიას, თუ დააკვირდებით. პოზნერის შემთხვევაშიც ასე იყო. ახლაც ამტკიცებს, რომ ზუსტად იცის, საქართველოში კონკრეტული ადამიანია ჩამოსული. საინტერესოა, რა კავშირები აქვს ასეთი ელენე ხოშტარიას, რომ პირველი იგებს რუსი ვიზიტორების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, გუშინ "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ოჯახის წევრები საქართველოში ქორწილისთვის ჩამოვიდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



