|
2023-05-20 13:49:37, 873 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე - ყვარელში საქართველოს მოქალაქეებისგან სანქცირებულ რუსებს იცავენ
ახლა ყვარელში საქართველოს მოქალაქეებისგან იცავენ სანქცირებულ რუსებს, პუტინის ყველაზე დაახლოებული ადამიანის, ლავროვის ოჯახის წევრებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა. ანა წითლიძემ საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ შეუერთდეს დღევანდელ აქციას, რომელიც რუსთაველზე 18:00 საათზე გაიმართება. "ანუ მთელი ძალოვანი სტრუქტურები შსს, სუს, და ა.შ. - ვისაც პირდაპირ ევალება ეროვნული უსაფრთხოების დაცვა. ახლა ყვარელში საქართველოს მოქალაქეებისგან იცავენ სანქცირებულ რუსებს, პუტინის ყველაზე დაახლოებული ადამიანის, ლავროვის ოჯახის წევრებს. ქვეყნის 20% ოკუპირებულია ამ დროს. გამოდით 18:00 საათზე - დღეს, გარეთ, რუსთაველზე. გამოდით!", - წერს პარლამენტის დეპუტატი. შეგახსენებთ, გუშინ "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ოჯახის წევრები საქართველოში ქორწილისთვის ჩამოვიდნენ. დღეს სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაა დაანონსებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)