|
2023-05-20 12:42:14, 1034 ნახვა
პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში“ შიდაპარტიული საქალაქო/რეგიონული თავმჯდომარის არჩევნები დაიწყო
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში“ შიდაპარტიული საქალაქო/რეგიონული თავმჯდომარის არჩევნები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ენმ თავად ავრცელებს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა, მიმდინარე არჩევნები არის შიდა დემოკრატიის განმტკიცებისთვის კიდევ ერთი ნაბიჯი და ეს არის სწორედ ის, რაც პარტიას სჭირდება. „დღეს და ხვალ საქართველოში დასრულდება შიდაპარტიული არჩევნები „ნაციონალური მოძრაობაში“. ეს არის შიდა დემოკრატიის განმტკიცებისთვის კიდევ ერთი ნაბიჯი, უპრეცედენტოა, სიახლეა. ეს ჭირდება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ზუსტად იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც იქნებიან შერჩეული, გაუმკლავდნენ იმ გამოწვევებს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობის“ წინაშე დგას. „ნაციონალური მოძრაობის“ გამოწვევები იქცა ქვეყნის წინაშე გამოწვევებად. თქვენ ხედავთ, რომ ხელისუფლება ქვეყანას აბარებს რუსეთს, თქვენ ხედავთ, რა დღეში აგდებენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, პოლიტპატიმრებს და ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი მანდატით, ახალი ლეგიტიმაციით არჩეული თავმჯდომარეები დროზეა შესარჩევი და დასაკომპლექტებელი, რადგან ამ გამოწვევებს ადეკვატური პასუხები გავცეთ“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



