|
2023-05-19 23:15:30, 927 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - „მოლოტოვის კოქტეილი თქვენ ესროლეთ ხალხსაც და კონსტიტუციასაც, როცა ანტიკონსტიტუციური კანონი გამოიტანეთ
„მოლოტოვის კოქტეილი თქვენ ესროლეთ ხალხსაც და კონსტიტუციასაც, როცა ანტიკონსტიტუციური კანონი გამოიტანეთ „რუსული კანონი“ კრემლის დავალებით - ამის შესახებ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, მან შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს მიმართა. „მოლოტოვის კოქტეილები ისროლესო აქციის მონაწილეებმა, ქვები ისროლესო, ხელკეტებს უშვერდნენო პოლიციასო და ამასობაში დაგავიწყდათ, რომ მთავარი მოლოტოვის კოქტეილი თქვენ ესროლეთ ხალხსაც და კონსტიტუციასაც, როცა ანტიკონსტიტუციური კანონი გამოიტანეთ „რუსული კანონი“ კრემლის დავალებით და დიახ, ასეთი წარმოდგენა აქვს ხალხს, რომ კრემლის დავალებით მიეცით ხმა. ეს რატომ გწყინთ ან რატომ ბრაზობთ, არ გითხრეს ჩვენმა პარტნიორებმა, რომ ეს არის „რუსული კანონი“, არ გაფრთხილებდათ საზოგადოება, რომ არ მიიღოთ ეს კანონიო. პოლიციელებს ეფარებით და თქვენ გგონიათ, რომ პოლიციელი ხართ? პოლიციელის სახელით ლაპარაკობთ და პოლიციელების პრობლემები გაინტერესებთ? მათი 80 პროცენტი ხელფასს ანგარიშზე რომ ტოვებს, რადგან ბანკის სესხებს იხდიან და თქვენ ნახევარი მილიონი თქვენი ოჯახის წევრის ქორწილში დახარჯეთ. წინაზე რომ გკითხეთ თქვენი ნათლიმირონის შესახებ, ბეთლაივში წილი რომ აჩუქეს, სამშენებლო კომპანია რომ აქვს და მილიონი რომ გასცა ამაზე რა პასუხი გაეცით საზოგადოებას? ანტიკორუფციული სააგენტო შევქმენით და რეკომენდაცია შევასრულეთო, ამაზე მეტი გამოსაძიებელი რა იყო? ჩემთვის მაგალითად ლექსო ლაშქარავას შემდეგ თქვენ აღარ ხართ შს მინისტრი არც მორალურად, არც პოლიტიკურად, არც საქმიანად თქვენ ამის უფლება აღარ გქონდათ, რომ ამის შემდეგ, როცა თქვენ წააქეზეთ და დიახ, თქვენ უკეთებდით კორიდორებს იმ ადამიანებს, რომ ესე გამეტებით ეცემათ ეს ადამიანი და სიკვდილამდე მიეყვანათ, ამის შემდეგ თქვენ აღარ ხართ მინისტრი. - განაცხადა ხაბეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)