|
2023-05-19 21:29:33, 903 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში ირაკლი (დაჩი) ბერაია გიორგი ვაშაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა
საქართველოს პარლამენტში, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მოჰყვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, გიორგი ვაშაძის ტრიბუნასთან სიტყვით გამოსვლას, სადაც მან „ქართული ოცნება“ რუსეთის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. მას შემდეგ კი რაც ვაშაძე თავის ადგილს დაუბრუნდა, მას სიტყვიერად დეპუტატი ირაკლი (დაჩი) ბერაია დაუპირისპირდა, მათ ერთმანეთს მოღალატეები დაუძახეს, რის შემდეგაც ბერაიამ ვაშაძეს აგინა და მისკენ გაიწია. დღეს გაწევრიანების შანსი გვაქვს და ამ შანს უკარგავთ ჩვენს ქვეყანას. ეს არის რეალობა. არა რუსულ ფრენებს, არა რუსეთს საქართველოში, წინ ევროპისკენ, წინ ნატოსკენ, აი, ეს არის ჩვენი მომავალი.“ – თქვა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



