|
2023-05-19 19:04:27, 501 ნახვა
პოლიტიკა
გომელაური - 7-8 მარტს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მოქმედებდნენ აუცილებელი მოგერიების რეჟიმში
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იდგნენ კორდონებად და მოქმედებდნენ აუცილებელი მოგერიების რეჟიმში - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში, 7-8 მარტს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, დაახლოებით თორმეტის ნახევარზე, მას შემდეგ რაც საკანონმდებლო ორგანოს შენობა დეპუტატების და პარლამენტის თანამშრომლების ძირითადმა ნაწილმა დატოვა, აღარ არსებობდა საფრთხე ინდივიდუალური თავდასხმების, მიღებული იქნა გადაწყვეტილება საპოლიციო ძალების კორდონებისგან 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩები ეტაპობრივად გათავისუფლებულიყო, რათა, შეკრება-მანიფესტაციაში მონაწილე პირებს პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა პარლამენტის შენობის მიმდებარე მთელს პერიმეტრზე ჰქონოდათ. მისივე თქმით, გარდა ამისა, პარლამენტის შენობის დაცვის გაძლიერების მიზნით დამატებითი ძალები შეყვანილ იქნენ პალამენტის შენობაში. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებს მიეცათ თავისუფალი გადაადგილებისა და მანიფესტაციის მშვიდობიან ფორმაში გაგრძელების შესაძლებლობა, დაახლოებით პირველის ნახევარზე, ეს იყო ზუსტად 25 წუთზე, ეს გადაღებულია, ტელევიზიაშიც გავიდა, შეგუძლიათ გადაამოწმოთ, დაიწყო პარლამენტის ცენტრალური შესასვლელთან, რუსთაველის გამზირის მხრიდან, არსებული რკინის დამცავი ჯებირების მიზანმიმართული დაზიანება და აქციის მონაწილეები ცდილობდნენ პარლამეტში შეღწევას. ისინი შეურაცხყოფას აყენებდენ პარლამენტის ეზოში მყოფ პოლიციელებს, ესროდნენ სხვადასხვა საგნებს, მათ შორის მოლოტოვის კოკტეილებს, შესაბამისად, პოლიციელებმა მოახდინეს წყლის ჭავლით აქციის მონაწილეთა მოგერიება“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)