|
2023-05-19 16:35:18, 774 ნახვა
პოლიტიკა
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი შეხვდა
ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურისა და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას აშშ-ის საელჩოს სამართლებრივი მრჩეველი ლენა ოუენსი, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი გიორგი მიქაია და საოლქო პროკურატურისა და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის თანამშრომლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ასევე, პროკურორებმა აშშ-ის ელჩს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის განვითარების თაობაზე მიაწოდეს ინფორმაცია. კელი დეგნანმა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერა და პროკურატურის თანამშრომლებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



