|
2023-05-19 15:56:24, 840 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ჩააგდო
პარლამენტმა საქართველოში მოქმედი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ჩააგდო. რეგისტრაციის პროცედურა 54 ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაიარა, რაც დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად საკმარისი რაოდენობა იყო, თუმცა თავად კენჭისყრის დაწყების წინ სულ მცირე 76 დეპუტატის რეგისტრირება იყო საჭირო, თუმცა რეგისტრაცია მხოლოდ 54 დეპუტატმა გაიარა. აღსანიშნავია, რომ „ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ თაღლითური „ქოლცენტრების“ მეშვეობით ჩადენილი ტრანსნაციონალური დანაშაულებისა და მათზე შესაძლო არასათანადო რეაგირების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ დადგენილების პროექტი, პოლიტიკურმა ჯგუფმა „საქართველოსთვის“ მოამზადა. შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა ანალოგიურ მეთოდს მაშინაც მიმართა, როცა კენჭისყრაზე სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი უნდა გასულიყო და ოპოზიციას აღნიშნული კომისიის შესაქმნელად ხმები ჰყოფნიდა.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



