|
2023-05-19 15:54:20, 658 ნახვა
პოლიტიკა
ბექა ოდიშარია მიხეილ დაუშვილს - არასერიოზულად იცით როდის გამოიყურებით? თქვენს ლიდერს რომ ბაძავთ ინტონაციით და პარტიული „ბრეიქდანსით“
იცოდით თუ არა ამგვარი დანაშაულების შესახებ მაშინ, როდესაც იყავით ბიზნესომბუდსმენი - „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებული ამ კითხვით უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატს მიხეილ დაუშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა. ოდიშარია ასევე დაინტერესდა, ენდობა თუ არა დაუშვილი გერმანელ, ესპანელ და სხვა ევროპელ პარტნიორ სამართალდამცავებს. “თუ გახსენდებათ, რომ შურაცხყოფა მომეყენებინოს თქვენთვის, მაშინაც კი, როდესაც წინა დღეს ამ სასახლის ეზოში დედას მეფიცებოდით, რომ ჩვენი გუნდიდან გასვლას არ აპირებდით და თურმე უკვე გასულიც იყავით და გადასულიც. ეს საზოგადოებამ შეაფასა და მაშინაც კი ეს დავტოვე თქვენ გადაწყვეტილებად და თქვენ თავისუფლებად და მივიჩნიე თქვენს გემოვნებად. არასერიოზულიაო, აბსოლუტურად სერიოზულ შეკითხვას გისვამთ, იცოდით თუ არა ამგვარი დანაშაულების შესახებ მაშინ, როდესაც იყავით ომბუდსმენი და მეორე გკითხეთ - ენდობით თუ არა გერმანელ, ესპანელ და სხვა ჩვენს ევროპელ პარტნიორ სამართალდამცავებს. რაც შეეხება არასერიოზულობას, ცოტა გაუფრთხილდით და გაფილტრეთ თქვენი საუბარი, თორემ მიიღებთ იგივეს. არასერიოზულად იცით როდის გამოიყურებით? თქვენს ლიდერს რომ ბაძავთ ინტონაციით და კიდევ ხელებში მტევნების გრეხვით, თქვენი პარტიული „ბრეიქდანსით“, აი, მაშინ გამოიყურებით არასერიოზულად და კომიკურადაც, ეს კარგად დაიმახსოვრეთ“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)