|
2023-05-19 15:43:44, 895 ნახვა
საზოგადოება
ადამიანების მენეჯმენტი | 360° - „თიბისი“ დაზღვევის ღონისძიება HR-ებისთვის
18 მაისს „თიბისი“ დაზღვევის ორგანიზებით HR მენეჯერებისთვის ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით „ადამიანების მენეჯმენტი | 360° “. ღონისძიებაზე მოწვეული იყო 250-მდე წამყვანი HR მენეჯერი სხვადასხვა კომპანიიდან. შეკრების მიზანი იყო HR მენეჯმენტის 360 გრადუსით განხილვა და თანამშრომლებზე ზრუნვის სხვადასხვა ხელსაწყოების მიმოხილვა. სპიკერებმა - თეა რომანოვამ, თამარ თანდაშვილმა და მედეა ტაბატაძემ ისაუბრეს თემებზე, თუ რატომ არის მენტალური ჯანმრთელობა ორგანიზაციული კულტურის ქვაკუთხედი, როგორია სოციალური ბენეფიტების როლი მოტივაციასა და პროდუქტიულობაში, როგორია მონაცემებზე დამყარებული ადამიანების მენეჯმენტი და ანალიტიკა. ასევე „თიბისი“ დაზღვევამ წარადგინა დაზღვევის ახალი პროდუქტი - "ჯანმრთელობა 360°", რომელიც კიდევ უფრო გაამარტივებს ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ახალი პროდუქტი მოიცავს გაუმჯობესებულ მომსახურებებს და ისეთ უნიკალურ დაფარვებს, როგორებიცაა:
ასევე, მრავალი სხვა უნიკალური დაფარვა, პროვაიდერთა გაზრდილი რაოდენობა თუ გამარტივებული პროცედურები. „თიბისი“ დაზღვევა აგრძელებს მომხმარებლებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამარტივებას. წლევანდელი ღონისძიება ამ სახით პირველად ჩატარდა და წარმატებული აღმოჩნდა. სხვადასხვა კომპანიის HR მენეჯერებმა გააზიარეს თავიანთი ხედვები, განვიხილეთ თანამშრომლებზე ზრუნვის სხვადასხვა მიმართულებები. გვსურს ამ ღონისძიებამ რეგულარული სახე მიიღოს და ვგეგმავთ, მომავალ წელსაც ჩავატაროთ, რათა კვლავ შევძლოთ ერთმანეთის გამოცდილებების გაზიარება, ერთმანეთისგან ახალი თემების სწავლა და შედეგად ჩვენს თანამშრომლებზე ზრუნვა ახალ საფეხურზე ავიყვანოთ , “ - სერგო საყვარელიძე, „თიბისი“ დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევის დირექტორი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)