|
2023-05-19 14:59:20, 634 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - როდესაც მიზანმიმართულად ცდილობს ვიღაც ნიჰილიზმის კამპანიის წარმოებას, არის ძალიან მძიმე - კარგია, თუ მოხდა შეცდომის აღიარება
როდესაც მიზანმიმართულად, მით უმეტეს, არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით ცდილობს ვიღაც ნიჰილიზმის კამპანიის წარმოებას, არის ძალიან მძიმე, თან იმ ფონზე, როდესაც გასული ორწელიწად ნახევრის განმავლობაში, ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაქვს, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კომპანია „მაკდონალდსის“ მიერ გამოკრულ ბანერებზე დასმულ შეკითხვას. მისი თქმით, ნიჰილიზმის დათესვა და არასწორი მონაცემების გავრცელება, თითქოს 235 000-ზე მეტი ბავშვიანი ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და კომპანიის მიერ შეცდომის აღიარება მისასალმებელია. „რა თქმა უნდა, ასეთ დროს, ნიჰილიზმის დათესვა არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია, თუ შეცდომა აღიარებული იქნა და იმედია, მომავალში ასეთი რამ არ მოხდება. ზოგადად, საკუთარი ქვეყნის მიმართ იმედგაცრუების ატმოსფეროს ხელოვნურად შექმნა უბრალოდ არასწორი ქმედებაა და ასეთ ფაქტებს უნდა გაეცეს პასუხი. თუ მოხდა შეცდომის აღიარება, ეს არის ძალიან კარგი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



