|
2023-05-19 14:44:45, 860 ნახვა
საზოგადოება
ლილოს დასახლებაში ერთ ჰექტრამდე ტერიტორიაზე პარკი შენდება
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ლილოს დასახლებაში, ევგენი აფხაზავას IV შესახვევის N6-ის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო. სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, დედაქალაქის მერის განცხადებით, პარკი ერთ ჰექტრამდე ტერიტორიაზე ეწყობა. „აქ მიმდინარეობს პარკის მოწყობის სამუშაოები. ეს ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო. დავპირდით მოსახლეობას, რომ მოვაწყობდით პარკს. სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება. ამ პროქტის ფარგლებში მთლიანად გამწვანდება ტერიტორია, სივრცეები გამოიყოფა ბავშვებისთვის, ვარჯიშისთვის, დამონტაჟდება ატრაქციონები, სარწყავი სისტემა, ღამის განათება - ყველანაირად კეთილმოწყობილი იქნება იმისთვის, რომ მოსახლეობამ დაისვენოს და განიტვირთოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. „პროექტის ფარგლებში, 9 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა საპარკე ინფრასტრუქტურა და ტერიტორია გამწვანდება - დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგები და დაითესება ბალახი. სამუშაოებს ასევე გაეცნენ სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, ასევე საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)