|
2023-05-19 12:22:39, 820 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება - როგორ? ისწავლეთ გაკვეთილები
ჩვენ მოვახერხეთ, ჩვენმა ხელისუფლებამ ჩვენი სწორი, პრაგმატული პოლიტიკით მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება. როგორ მოვახერხეთ? ისწავლეთ გაკვეთილები",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყანა "ამდენი ომებით დაღლილია ". „მე მაინტერესებს ჩვენი ქვეყანა, მაინტერესებს ჩვენი ქვეყნის ინტერესები და კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენი ომი ომი არ არის და უკრაინის ომი ომი არის? აი, თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ბრძანდებით, კითხვა დაუსვით ვინც მაგას ავრცელებს, თქვენ გული არ შეგტკივათ ჩვენს სამხედროებზე ან ჩვენს მოქალაქეებზე ან ჩვენს დევნილებზე. როგორ გინდათ რომ მოაგვაროთ მაშინ. როგორ გინდათ მოვაგვაროთ? არც ნატო-ს წევრი ქვეყანა ვართ და არც ევროკავშირი ჯერჯერობით. როგორ ფიქრობთ, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები დავიცვათ და ქვეყანა გავაერთიანოთ. ამაზე იფიქრეთ, ხალხო, ამაზე უნდა ესაუბროთ ჩვენს ხალხს. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა. ეს არის მართლაც უპრეცედენტო. ამდენი ომებით ქვეყანა არის დაღლილი. ჩვენ გვჭირდება ამოსუნთქვა, განვითარება, მშვიდობა გვჭირდება. ევროპა საიდან განვითარდა, გაბრწყინდა, ომები არ ჰქონდა. ჩვენ მოვახერხეთ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენი სწორი, პრაგმატული პოლიტიკით მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება. როგორ მოვახერხეთ, ისწავლეთ გაკვეთილები", - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)