|
2023-05-19 12:06:20, 769 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა - პრეზიდენტს განაცხადი დაუკმაყოფილდება
რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს დაუკმაყოფილდება მისი განაცხადი, რომელიც მან შემოიტანა და თქვა, რომ ევროპარლამენტში ჰქონდა მას დაგეგმილი. მანამდე ელოდებოდნენ, არ წავიდა, შემდეგ ჩვენ დაგვაბრალა, გახსოვთ კარგად, მაგრამ ჩვენ ამის თაობაზე გავასაჯაროეთ ინფორმაცია, რომ გაცემული გვქონდა უკვე თანხმობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება არის ყურადღების გადატანის მცდელობა. "მე მგონი, ძალიან უხერხულია ამ თემებზე საუბარი. ეს არის ტექნიკური საკითხები, რომელსაც ადმინისტრაციები ერთმანეთთან წყვეტენ. ამის საჯაროდ გამოტანა, მე ვფიქრობ, არასერიოზულია, უადგილოა და საერთოდაც, მე ვფიქრობ, არ იმსახურებს ამხელა ყურადღებას. რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს დაუკმაყოფილდება მისი განაცხადი, რომელიც მან შემოიტანა და თქვა, რომ ევროპარლამენტში ჰქონდა მას დაგეგმილი. მანამდე ელოდებოდნენ, არ წავიდა, შემდეგ ჩვენ დაგვაბრალა, გახსოვთ კარგად. მაგრამ ჩვენ ამის თაობაზე გავასაჯაროეთ ინფორმაცია, რომ ჩვენ გაცემული გვქონდა უკვე თანხმობა. ასე, რომ მე ვფიქრობ, ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა. არაფერი არ ხდება საერთოდ, ჩვენ ვმუშაობთ და მთავარია ის ძირითადი საქმეები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ", - განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, 17 მაისს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფოორმაცია, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით, მთავრობას თანხმობა ამ დრომდე არ გაუცია. სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს უნდა მიმართოს. თავდაპირველად, მისი ვროპარლამენტში სიტყვით გამოსვლა 18 აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა ვიზიტი გადაიდო. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მაშინ განმარტა, ვიზიტის გადადების მიზეზი მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესი გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)