23:21 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 19:29:40, 960 ნახვა

საზოგადოება
აზარაშვილი - მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია

„ბატონი რომან გოცირიძის კითხვა „ლიპრიმარს“ ეხებოდა. თითქოს ეს მედიკამენტი ბაზრიდან გახდა და ვეღარ ყიდულობთ. ძალიან მარტივია ბატონო რომან, როცა ასეთ თემაზე ვსაუბრობთ, ინფორმაციის გადამოწმებაც. ნებისმიერს შეგვიძლია ვთხოვოთ, ვისაც ინტერესი აქვს გადაამოწმოს და მხოლოდ თბილისის მასშტაბით, აღნიშნული წამალი, 50-ზე მეტ აფთიაქში არის უფრო გაიაფებული, ვიდრე თქვენ ალბათ 3 თვის წინ ყიდულობდით. აფთიაქის ქსელი არ არის სადაც ამ წამალს არ ყიდდნენ. არ იყო რთული ამის გარკვევა და კითხვის დასმამდე შეგეძლოთ თქვენ თვითონ გენახათ“, - აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე საუბრისას განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს აზღვევს.

„მედიკამენტ “ლიპრიმარის“ ფასი, რეფერენტული ფასწარმოქმნის პირობებში არის ბაზარზე, ჩვენთან არსებულ ფასთან შედარებით 20-25%-ით უფრო მაღალი. ამით მინდა იმის დადასტურება, რომ არანაირი დეფიციტის საშიშროება, ამ მედიკამენტთან დაკავშირებით, რომ მწარმოებლებმა მისი შემოტანა ვერ შეძლონ არ არსებობს. ყველა რისკს, რაც შესაძლო დეფიციტთან არის დაკავშირებული ძალიან კარგად და სკრუპულოზურად მივყვებით ფასწარმოქმნის დროს და ვაკონტროლებთ“, - განაცხადა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics