|
2023-05-18 19:19:25, 905 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - გუშინდელ დღეს, პროცესებს სრულად მართავდა სუს-ი, „რუსული ოცნება“ და ჩინჩალაძე
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი გუშინდელ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის საკითხს გამოეხმაურა, რომელთაც ხმა 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმაც მისცა. როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, გუშინდელი დღე და პროცესები სრულად მართული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, „რუსული ოცნებისა“ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის მიერ. "გუშინდელ დღეს, პროცესებს სრულად მართავდა სუს-ი, რუსული ოცნება და ჩინჩალაძე აუცილებლად გავიმარჯვებთ პუტინისტურ რეჟიმზე", - წერს ხაბეიშვილი. ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება. პირველი პირდაპირი რეისი მოსკოვიდან თბილისში ხვალ, 19 მაისს შესრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



