|
2023-05-18 17:29:12, 972 ნახვა
პოლიტიკა
კლიჩკო - გვპირდებოდნენ ევროპულ მომავალს, რეალობა აღმოჩნდა სხვა, ასე დაიწყო მაიდანი, იგივე ხდება საქართველოში
იანუკოვიჩი ხალხს პირდებოდა ევროპულ მომავალს, რეალობა აღმოჩნდა განსხვავებული, [მას] სურდა ჩვენი რუსეთში მიყვანა, რუსული კანონების განხორციელება, ზუსტად იგივე ხდება საქართველოში, - ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ტელეკომპანია “ფორმულასთან” განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის ბრძოლა, მათივე უფლებების, ევროპული ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის დაცვისთვის, ვინაიდან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა ხალხს უსმენდეს. “მაიდანის მოძრაობა დაიწყო იმით, რომ იანუკოვიჩი ხალხს პირდებოდა ევროპულ მომავალს, დაპირება და რეალობა აღმოჩნდა განსხვავებული. თამაშობდა თამაშს და სურდა ჩვენი რუსეთში მიყვანა, რუსული კანონების განხორციელება. ზუსტად იგივე ხდება საქართველოში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ბრძოლა, ადამიანის უფლებებისთვის, ევროპული ღირებულებებისთვის, კანონის უზენაესობისთვის. მნიშვნელოვანია მთავრობა უსმენდეს ხალხს”, - განაცხადა კლიჩკომ.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



