|
2023-05-18 15:59:40, 753 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა აზარაშვილს - აცნობიერებთ პასუხისმგებლობას, რომ მესამე პრეზიდენტი თქვენი ხელისუფლების პირობებში შესაძლებელია მოკვდეს? [ვიდეო]
აცნობიერებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი თქვენი ხელისუფლების პირობებში შესაძლებელია მოკვდეს,- ამ შეკითხვით მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს, რომელსაც პარალამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ. როგორც თინა ბოკუჩავამ განაცხადა, მთავრობის მიმართ ოპოზიციის შეთავაზება უცვლელია - გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ. "2 აპრილს სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა სპეციალისტმა ვიზიტი განახორციელა კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შეფასების მიზნით და დაადგინა, რომ წინა ვიტთან შედარებით მდგომარეობა დამძიმებულია... მე თქვენთან მაქვს კითხვა - აცნობიერებთ თუ არა პირად პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი თქვენი ხელისუფლების პირობებში შესაძლებელია მოკვდეს? აცნობიერებთ თუ არა ამაზე პირად პასუხისმგებლობას და რას გვთავაზობთ ამისთვის და რას სთავაზობთ საზოგადოებას ამისთვის, რომელსაც დარწმუნებული ვარ სურს, გადარჩეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და რას გვთავაზობთ, რომ ის გადარჩეს? ჩვენ გთავაზობთ მის გადაყვანას საზღვარგარეთ სამკურნალოდ და ვფიქრობთ, რომ ეს არის ერთადერთი გონივრული გამოსავალი შექმნილ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში",- მიმართა ბოკუჩავამ აზარაშვილს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)