|
2023-05-18 15:49:04, 679 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - მინდა მოვუწოდო ყველა მოქალაქეს, C ჰეპატიტის აქტიური სკრინინგისკენ და მკურნალობისკენ, რათა ერთად შევძლოთ, 2025 წლისთვის, C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში
მინდა, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და მოვუწოდო ყველა მოქალაქეს აქტიური სკრინინგისა და დაავადების დადასტურების შემთხვევაში მკურნალობისკენ, რათა ერთად შევძლოთ, 2025 წლისთვის, უპრეცედენტო შედეგის - C ჰეპატიტის ელიმინაციის მიღწევა საქართველოში, - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრმა, დეპუტატებს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მიღწევები გააცნო და აღნიშნა, რომ პროგრამის შედეგად, უკვე განიკურნა 80 000-ზე მეტი ადამიანი. „გასულ წელს, კიდევ ერთხელ მოხდა საერთაშორისო საზოგადოების მიერ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მიღწევების აღიარება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრს მიენიჭა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი, რაც მას საშუალებას აძლევს, ქვეყანაში, დანერგილი მოდელი სხვა ქვეყნებსაც გაუზიაროს. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები და სრული მკურნალობა 100%-ით ფინანსდება სახელმწიფოს მიერ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)