|
2023-05-18 15:19:03, 741 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - საერთაშორისო აკრედიტაცია, სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია
აკრედიტაციის, როგორც სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტის დანერგვით, ჩვენ, ერთის მხრივ, ხელს შევუწყობთ პაციენტების უსაფრთხო მკურნალობას, ხოლო, მეორეს მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტი მიზნობრივად მიმართული იქნება ხარისხიანი სერვისების დაფინანსებისკენ, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. უწყების ხელმძღვანელმა დეტალურად ისაუბრა საერთაშორისო აკრედიტაციის ვალდებულებებზე და აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულებების უმრავლესობამ აქტიურად დაიწყო მზადება აკრედიტაციის მოსაპოვებლად. „სამინისტრომ, სიღრმისეულად შეისწავლა საერთაშორისო აკრედიტაციის არსებული სისტემები, აკრედიტორი ორგანიზაციების მოთხოვნები და საერთაშორისო დონის სტანდარტები. დამყარდა პირდაპირი კომუნიკაცია აკრედიტაციის განმახორციელებელ ორგანიზაციებთან, რომლებიც ოპერირებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისასალმებელია, რომ სამედიცინო დაწესებულებების უმრავლესობამ, უკვე აქტიურად დაიწყო მზადება აკრედიტაციის მოსაპოვებლად, რაც 2025 წლიდან გახდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის აუცილებელი პირობა“, - განაცხადა აზარაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)