|
2023-05-18 14:20:15, 849 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ჩვენი პრინციპი მარტივია - არცერთი ნაცი არცერთ ორგანოში
ჩვენი პრინციპი მარტივია - არცერთი ნაცი, არცერთ ორგანოში,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაზე საუბრისას განაცხადა. კობახიძის თქმით, მსგავსი პრინციპით მომავალშიც იმოქმედებს. "როცა საუბარია 3/2-ზე, 4/1-ზე და ა.შ. ერთი პრინციპია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ადრე შეიძლება ცოტა კომპრომისებით ვეკიდებოდით, მაგალითად როდესაც ნინო ლომჯარია ავირჩიეთ სახალხო დამცველად და ა.შ. აღარ გავყვები. ჩვენი პრინციპი მარტივია - არცერთი ნაცი, არცერთ ორგანოში. ეს არის ჩვენი მარტივი პრინციპი და ამ პრინციპით ვიმოქმედებთ მომავალშიც",- განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, გუშინ, 17 მაისს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი აირჩია. პლენარულ სხდომაზე გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად, დეპუტატებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ზურაბ გურასპაშვილი, ტრისტან ბენაშვილი და გიორგი გზობავა აირჩიეს. ოპოზიციის ნაწილმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, რის გამოც კენჭისყრა შეწყდა და ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



