07:37 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 11:18:57, 734 ნახვა

პოლიტიკა
დეგნანი - საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი თავდასხმის ქვეშაა, მიზანი ადამიანების შიშის ქვეშ ყოფნაა

ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი თავდასხმის ქვეშაა აგრესიული პროპაგანდისტული კამპანიის გამოყენებით, რომლის მიზანი ადამიანების შიშის ქვეშ ყოფნაა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

დეგნანის თქმით, კრემლის მხრიდან მოხიბვლის პოლიტიკას ხედავს, იმისთვის, რომ დაიწყოს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება და შეეცადოს, ჩამოაშოროს ის დასავლელ პარტნიორებს.

"ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი თავდასხმის ქვეშაა აგრესიული პროპაგანდისტული კამპანიის გამოყენებით, რომლის მიზანი ადამიანების შიშის ქვეშ ყოფნაა. შიშის, რომ რუსეთი საპასუხო ზომებს მიმართავს, თუ საქართველო გააგრძელებს საკუთარი ევროპული მომავლისკენ სწრაფვას. შესაძლოა, რუსეთის დამშვიდების პოლიტიკის სანაცვლოდ ჩვენ ვხედავთ პირდაპირი ფრენების აღდგენას და სავიზო რეჟიმის გაუქმებას. კრემლის მხრიდან ვხედავთ მოხიბვლის პოლიტიკას იმისთვის, რომ დაიწყოს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება და შეეცადოს, ჩამოაშოროს ის დასავლელ პარტნიორებს. საქართველოს ისტორია რუსეთთან აღსავსეა დაუსრულებელი დაპირებებით და დამცირებით. ეს მოგონებები ალბათ საკმარისია, რომ განაწყოს ქართველები კრემლის ამ ბოლო მცდელობის წინააღმდეგ, რომ კვლავ შეიყვანოს საქართველო რუსეთის ჩრდილში",- განაცხადა დეგნანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics