|
2023-05-17 22:46:40, 962 ნახვა
პოლიტიკა
ენმ - ვწყვეტთ თანამშრომლობას, იმ დეპუტატებთან, რომლებმაც დანაშაულებრივი სასამართლო კლანის განმტკიცებას მხარი დაუჭირეს
დღეიდან, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, როგორც ფრაქციულ, ისე სხვა ტიპის პოლიტიკურ თანამშრომლობას წყვეტს იმ დეპუტატებთან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დანაშაულებრივი სასამართლო კლანის გავლენის განმტკიცებას, - ამის შესახებ ენმ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კატეგორიულად ემიჯნება სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. “კლანის” გაკეთილშობილების ყოველგვარ მცდელობას. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კატეგორიულად ემიჯნება სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. “კლანის” გაკეთილშობილების ყოველგვარ მცდელობას. მურუსიძის კლანი სანქცირებული, ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოდან გასული და მორალურად გაკოტრებულია. არცერთი დეპუტატი, რომელმაც ხმა მისცა კლანის გავლენის განმტკიცებას, არ წარმოადგენს პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, მაგრამ მათთან ფრაქციულ და სხვა პოლიტიკურ ფორმატებში თანამშრომლობა გვაკავშირებდა. დღეიდან, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, როგორც ფრაქციულ, ისე სხვა ტიპის პოლიტიკურ თანამშრომლობას წყვეტს იმ დეპუტატებთან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დანაშაულებრივი სასამართლო კლანის გავლენის განმტკიცებას", - ნათქვამია ენმ-ის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



