|
2023-05-17 17:21:07, 1599 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის უწყება - სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის I კვარტალი 85,7%-ით შესრულდა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის I კვარტალი 85,7%-ით შესრულდა. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამინისტროს საქმიანობის პირველი სამი თვის ანგარიში მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტი 33 მილიონ ლარს აჭარბებს. გასულ წელთან შედარებით უწყების ფინანსური დოკუმენტი 13%-ით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და საქვეუწყებო დაწესებულებების პროგრამებით ისარგებლა 19 720-მა ბენეფიციარმა. "ყოველწლიურად მზარდია სამინისტროს პროგრამების ბიუჯეტი და შესაბამისად ბენეფიციართა რაოდენობა. მიმდინარე წელს დაინერგა მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული არაერთი პროგრამა, კერძოდ თვალის ბადურის მძიმე დაავადების მქონე პაციენტთა ძვირადღირებული მედიკამენტოზური მკურნალობა, ალკოჰოლის შედეგად გამოწვეული ქცევითი აშლილობის მკურნალობა, შშმ სტატუსის მქონე მშობელთა და ორსულთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება, მშობელთა სკოლა ორსულთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისათვის, ახალშობილთა მეტაბოლური სკრინინგი და დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობა სამუშაო იარაღებით უზრუნველყოფის გზით. მიმდინარე წელს, ასევე დავიწყეთ ინტენსიური თერაპიის მომსახურების თანაგადახდის დაფარვა, DRG მეთოდით განსაზღვრული საბაზისო ღირებულების ფარგლებში. უნდა აღინიშნოს, რომ აჭარაში სრულად ფინანსდება ონკო ქირურგია და გულის ქირურგია", - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. მიმდინარე წელს გაიზარდა ძვირადღირებული მედიკამენტების ,გულის, ძვლის ტვინის, ღვიძლის ტრანსპლანტაციების დაფინანსება და ბენეფიციართა რაოდენობა. სხდომაზე მინისტრმა ასევე ისაუბრა 2023 წელს დაგეგმილ სიახლეებზე და აღნიშნა, რომ გაიზრდება საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახების ფინანსური დახმარება და შშმ პირთა დამხმარე საშუალებებს დაემატება საკორექციო ორთოპედიული ნაწარმი - ნებისმიერი დონის ორთეზი. ასევე დაგეგმილია გადაუდებელი ქირურგიული მომსახურების თანაგადახდის დაფინანსება.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)