07:37 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-17 16:41:57, 1165 ნახვა

პოლიტიკა
მელია 5 ოპოზიციონერზე - მათ აღარ აქვთ უფლება, რომ პარლამენტში ქართველი ხალხის ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს წარმოადგენდნენ

დღეს, 5 ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გადადგმულმა უპასუხისმგებლო, უპრინციპო და არათანმიმდევრულმა ნაბიჯმა, კიდევ ერთხელ გვაჩვენა თუ რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს პრინციპებისა და პოზიციების სიცხადის ნაკლებობამ, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრის არჩევის საკითხს.

მისივე თქმით, არცერთ იმ ადამიანს, რომელმაც დღეს ოპოზიციური ერთობა დაარღვია, აღარ აქვს მორალური უფლება, ერქვას ოპოზიციონერი დეპუტატი და პარლამენტში ქართველი ხალხის ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს წარმოადგენდეს.

"დღეს, 5 ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გადადგმულმა მსუბუქად რომ ვთქვათ უპასუხისმგებლო, უპრინციპო და არათანმიმდევრულმა ნაბიჯმა, კიდევ ერთხელ გვაჩვენა თუ რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს პრინციპებისა და პოზიციების სიცხადის ნაკლებობამ.

როდესაც რეჟიმი რუსულია, პარლამენტი რუსულ კანონს იღებს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი კი ვიცესპიკერის სკამისკენ მიილტვის, ბუნებრივია იშლება მოქმედების ყველა ზღვარი და ყველა "ლაგდება" სადაც და როგორც უნდა.

არცერთ იმ ადამიანს, რომელმაც დღეს დაარღვია ოპოზიციური ერთობა, აღარ აქვს მორალური უფლება ერქვას ოპოზიციონერი დეპუტატი და პარლამენტში წარმოადგენდეს ქართველი ხალხის ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს", - წერს მელია.

ცნობისთვის, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი აირჩია.

პლენარულ სხდომაზე გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად, დეპუტატებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ზურაბ გურასპაშვილი, ტრისტან ბენაშვილი და გიორგი გზობავა აირჩიეს.

ოპოზიციის ნაწილმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, რის გამოც კენჭისყრა შეწყდა და ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics