|
2023-05-17 16:37:21, 860 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ჟურნალისტს - თქვენ თუ იმას ამტკიცებთ, რომ ჩემი შვილის გამო 49 ბავშვი არ გაუშვეს ამერიკაში, ეს საერთოდ კატასტროფა ყოფილა
თქვენ თუ იმას ამტკიცებთ, რომ ჩემი შვილის გამო 49 ბავშვი არ გაუშვეს ამერიკაში, ეს საერთოდ კატასტროფა ყოფილა, მადლობა ამ მინიშნებისთვის, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, იყო თუ არა ანსამბლ „მართვეს“ ბავშვებს შორის მისი შვილი. მისი თქმით, ასეთი კითხვის დასმა სამარცხვინოა, რადგან ესეც არის პატარა ლიბერალური ფაშიზმის ელემენტი. "რაც შეეხება „მართვეს“, წარმოუდგენელი რაღაც მოხდა. მე ინფორმაცია საიდან მქონდა, ეს მეორეხარისხოვანია, რატომ გაინტერესებთ, მე შეიძლება ინფორმაცია მქონდეს რაღაცის გამო, მაგრამ თქვენ იმას ამტკიცებთ, რომ ჩემი შვილის გამო არ გაუშვეს? აბა, რატომ კითხულობთ? თავიდან თქვით, რომ ბევრი სხვა ასეთი შემთხვევაც იყო, მერე გაასწორეთ. თუ ბევრი ასეთი შემთხვევაც არსებობს, მით უმეტეს, დიდი პრობლემა ყოფილა, მაგრამ ამ კითხვას რომ სვამთ, ესეც სამარცხვინოა, იმიტომ, რომ ესეც არის პატარა ლიბერალური ფაშიზმის ელემენტი, რაც თქვენ გამოამჟღავნეთ ამ შემთხვევაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



