12:11 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-17 15:09:00, 969 ნახვა

პოლიტიკა
წითლიძე - მათი გვარები უნდა ვიცოდეთ, ვინც მონაწილეობა მიიღო იმაში, რომ იუსტიციის საბჭოში 3 წევრი „ოცნებამ“ აირჩია როგორც „კლანის წევრი“

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ანი წითლიძე პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრის არჩევას ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციამ უნდა იცოდეს ოპოზიციის იმ წარმომადგენლების სახელები და გვარები, ვინც კენჭისყრაში ხმა არამოსამართლე წევრების არჩევის სასარგებლოდ მისცა.

წითლიძის თქმით, მათ შორის ერთ-ერთი ნიკა მაჭუტაძეა.

„ამ ადამიანებმა მონაწილეობა მიიღეს იმაში, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამი წევრი „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია როგორც „კლანის წევრი“. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სახელით და გვარებით ვიცოდეთ. ერთია ნიკა მაჭუტაძე, რომელმაც დაადასტურა, დანარჩენთან დაკავშირებით ვარკვევთ. ესენი არ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრები, ფრაქციის წევრები კი, სავარაუდოდ, შეიძლება იყვნენ",- ამბობს წითლიძე.

ცნობისთვის, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი აირჩია.

პლენარულ სხდომაზე გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად, დეპუტატებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ზურაბ გურასპაშვილი, ტრისტან ბენაშვილი და გიორგი გზობავა აირჩიეს.

ოპოზიციის ნაწილმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, რის გამოც კენჭისყრა შეწყდა და ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დააკავეს პირი რომელმაც სენაკში სამი ადამიანი დაჭრა
საქართველოში ამინდი გაუარესდება
COP31-ის ათასობით მონაწილე, ლგბტ თემის წარმომადგენლებთან ერთად, ანტალიის ქუჩებში პროტესტის ნიშნად გამოვიდა
ალიასკამ 1998 წლის შემდეგ პირველად აირჩია დემოკრატი გუბერნატორი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics