|
2023-05-17 13:08:56, 395 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - Fix Tbilisi-ს აპლიკაციაში უკვე 180-ზე მეტი შეტყობინებაა შემოსული
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აპლიკაცია Fix Tbilisi-ზე მოქალაქეები საკმაოდ აქტიურობენ. როგორც მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ დროისთვის, აპლიკაციაზე უკვე 180-ზე მეტი შეტყობინებაა შემოსული. „გუშინ ამოქმედდა ახალი აპლიკაცია Fix Tbilisi, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, იდენტიფიცირება გავუკეთოთ სხვადასხვა პრობლემურ საკითხს. პირველ ეტაპზე ოთხი მიმართულებაა შერჩეული. საკმაოდ დიდი აქტიურობაა, უკვე 180-ზე მეტი შეტყობინებაა შემოსული, რაც ძალიან კარგია. მინდა, ყველა იმ ადამიანს მადლობა გავუხადო, ვინც ზრუნავს, რომ ჩვენი ქალაქი იყოს მოწესრიგებული, გამართული ინფრასტრუქტურით. ერთად უნდა ვებრძოლოთ ქალაქში ვანდალიზმს. თქვენი მხარდაჭერითა და თანადგომით შესაძლებელი იქნება ყველაფრის გამოსწორება. ძალიან საინტერესო პროგრამაა და დარწმუნებული ვარ, წარმატებით იფუნქციონირებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აპლიკაციის გადმოწერა google play store-დან ან app store-დან არის შესაძლებელი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)