|
2023-05-17 10:47:59, 754 ნახვა
პოლიტიკა
ნაუსედა - ქართველებმა უნდა დააჩქაროთ თქვენი ხელისუფლება ევროინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად
თქვენ უნდა დააჩქაროთ თქვენი ხელისუფლება ევროინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად,- ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ რეიკიავიკში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. ნაუსედას თქმით, საქართველომ ძალისხმევა უნდა გასწიოს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი. "საქართველო ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და მოხარული ვარ, რომ ვხედავ ქართულ დელეგაციას სამიტზე. მრგვალ მაგიდასთან დისკუსიები გვექნება, იმედი მაქვს, ევროსაბჭოს სამიტზე გვექნება შესაძლებლობა, კონკრეტულ შედეგებამდე მივიდეთ, რადგან ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა და მხოლოდ მეოთხედ იმართება ლიდერების შეხვედრა. მე მხარს დავუჭერ საქართველოს, თუ დაკმაყოფილდება წინაპირობები - რეფორმების იმპლემენტაცია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა. საქართველომ ძალისხმევა უნდა გასწიოს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე გახდეს ჩვენი ევროპული თანამეგობრობის წევრი. გვჭირდება დინამიკა. მე ვიცი, ქართველი ხალხი ენთუზიაზმით აღსავსეა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. თქვენ უნდა დააჩქაროთ თქვენი ხელისუფლება ევროინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად. დარწმუნებული ვარ, თქვენ ეს შეგიძლიათ. მე მიყვარს საქართველო",- განაცხადა ნაუსედამ, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



