|
2023-05-17 10:04:11, 730 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - რუსეთისთვის სანქციების დაწესება ნიშნავს ხალხის დასჯას, ამას ითხოვდნენ ჩვენგან და ახლაც ამას ითხოვენ
რუსეთისთვის სანქციების დაწესება ნიშნავს საკუთარი ქვეყნის და ხალხის დასჯას. ამას ითხოვდნენ ჩვენგან და ახლაც ამას ითხოვენ. გამოვიდა მათ შორის სალომე ზურაბიშვილი და პირდაპირ ისაუბრა სანქციების დაწესებაზე. ანუ, მათ უნდათ, ჩვენ რომ გვქონდა პლიუს 10% ეკონომიკური მაჩვენებელი, გვქონოდა, მინუს - 10%, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძემ განმარტა, რას შეიძლება ნიშნავდეს რუსეთისთვის საქართველოს მიერ სანქციების დაწესება. „საზოგადოებას კიდევ ერთხელ, ციფრებში მინდა განვუმარტო, რას შეიძლება ნიშნავდეს რუსეთისთვის საქართველოს მიერ სანქციების დაწესება, რას გვაიძულებდნენ კონკრეტული ადამიანები, პირველ რიგში, რადიკალური ოპოზიცია. 2022 წელს ჩვენ გვქონდა, ორნიშნა - 10% -ზე მეტი ეკონომიკური ზრდა. სანქციები რომ დაგვეწესებინა ომის დაწყების შემდეგ, რაც იყო მათი მოთხოვნა, არა მარტო მათი სხვებისაც, არ მინდა აქ სიღრმეში შევიდე, ამ შემთხვევაში, ეკონომისტების დათვლით და ბევრნაირი კონსულტაცია გავიარეთ ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვექნებოდა, 10-დან, 18%- მდე ეკონომიკური ვარდნა. რუსეთისთვის სანქციების დაწესება ეს ნიშნავს საკუთარი ქვეყნის და ხალხის დასჯას. ამას ითხოვდნენ ჩვენგან და ახლაც ამას ითხოვენ. გამოვიდა მათ შორის სალომე ზურაბიშვილი და პირდაპირ ისაუბრა სანქციების დაწესებაზე. ანუ მათ უნდათ, რომ ჩვენ რომ გვქონდა პლიუს 10% ეკონომიკური მაჩვენებელი გვქონოდა, მინუს 10%. კოვიდის დროს ჩვენ გვქონდა 6,5% ეკონომიკური ვარდნა და ლამის დაიქცა მთელი ეკონომიკა, აქ საუბარია მინიმუმ 10%-იან ეკონომიკურ ვარდნაზე. ამას ითხოვდნენ ჩვენგან, რომ დაგვესაჯა საკუთარი ქვეყანა და საკუთარი ხალხი და დღესაც ამას ითხოვენ. ანუ, როცა ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ტექნიკური დოკუმენტები არ უნდა გაგზავნილიყო, არაფორმალური, ან ფორმალური სანქცია უნდა დაგვეწესებინა, ამით ისინი ითხოვენ საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის დასჯას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)