12:01 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-16 23:02:23, 826 ნახვა

პოლიტიკა
პოლონეთის პრეზიდენტი - ევროკავშირის კარი ღია უნდა იყოს ახალი წევრებისთვის, საქართველო მათ შორის ერთ-ერთია

იმედი მაქვს, რომ რამდენიმე წელიწადში იქნებით ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ რეიკიავიკში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტი გაიხსნა.

მისივე თქმით, ის მხარს უჭერს ღია კარის პოლიტიკას და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის კარი ღია უნდა იყოს ახალი წევრებისთვისა და კანდიდატებისთვის, საქართველო კი ერთ-ერთი მათგანია.

„მთლიანობაში, მე მხარს ვუჭერ საქართველოს. წლებია, საქართველოს მხარდამჭერი ვარ. მხარს ვუჭერ ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკას. პოლონეთი ევროკავშირში 2004 წელს გაწევრიანდა და ჩემი აზრით, ევროკავშირის კარი ღია უნდა იყოს ახალი წევრებისთვის, ახალი კანდიდატებისთვის და საქართველო მათ შორის ერთ-ერთია“, - განაცხადა დუდამ.

ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტი რეიკიავიკში დღეს გაიხსნა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სამიტის მონაწილეებს 17 მაისს სიტყვით მიმართავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დააკავეს პირი რომელმაც სენაკში სამი ადამიანი დაჭრა
საქართველოში ამინდი გაუარესდება
COP31-ის ათასობით მონაწილე, ლგბტ თემის წარმომადგენლებთან ერთად, ანტალიის ქუჩებში პროტესტის ნიშნად გამოვიდა
ალიასკამ 1998 წლის შემდეგ პირველად აირჩია დემოკრატი გუბერნატორი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics