|
2023-05-16 19:51:07, 903 ნახვა
პოლიტიკა
ნიკოლენკო სავიზოს გაუქმებაზე - საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია კვლავ დაუსჯელი რჩება
მსოფლიო ახდენს რუსეთის იზოლაციას, რათა აიძულოს იგი დაასრულოს ომი, მაგრამ საქართველო მიესალმება რუსულ ავიახაზებს და საკუთარს მოსკოვში აგზავნის, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია კვლავ დაუსჯელია და ამით კრემლი აღფრთოვანებულია. «მსოფლიო ახდენს რუსეთის იზოლაციას, რათა აიძულოს იგი დაასრულოს ომი, მაგრამ საქართველო მიესალმება რუსულ ავიახაზებს და საკუთარს მოსკოვში აგზავნის. მაშინ, როცა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია კვლავ დაუსჯელი რჩება. კრემლი კი ასეთი შედეგით აღფრთოვანებულია”, - წერს ნიკოლენკო. ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გუშინ განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



