|
2023-05-16 14:54:56, 787 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ტენდერში მონაწილე ყველა კომპანიას დაეგზავნა შესაბამისი ინფორმაცია - წინადადების წარსადგენად მათთვის მიცემული ვადა საკმარისია
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განმარტებით, 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე კომპანიებისთვის, წინადადების წარსადგენად მიცემული ვადა საკმარისია. როგორც მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განმარტა, აღნიშნულ კომპანიებს დაეგზავნათ შესაბამისი ინფორმაცია, მანამდე კი ფასთა გამოკითხვა ჩატარდა. „წარმოდგენილ კომპანიებს დაეგზავნა შესაბამისი ინფორმაცია, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომია. მანამდე ფასთა გამოკითხვა ჩატარდა, ტექნოლოგიური თვალსაზრისით თუ როგორი უნდა იყოს აღნიშნული ავტობუსები. აბსოლუტურად საკმარისია აღნიშნული ვადა. დედაქალაქი იმ ავტობუსებს მიიღებს, რაც საჭიროა ამ ქალაქისთვის. მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება დავიწყეთ, რაც საკმაოდ მასშტაბურია და ბევრი კომპონენტისგან შედგება. ერთ-ერთ რისკენაც მივისწრაფვით არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასათვის ხელმისაწვდომი და კომფორტული გახდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)