09:28 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-16 12:13:04, 1195 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ BOG sCoolApp-ს უკვე 65 000-ზე მეტი მოსწავლე იყენებს

ყველაზე თანამედროვე და ციფრული თაობისთვის „საქართველოს ბანკმა“ ფინანსური აპლიკაცია BOG sCoolApp-ი სულ რამდენიმე თვის წინ შექმნა, თუმცა, დღეს აპლიკაციას უკვე 65 000-ზე მეტი მოსწავლე იყენებს და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სპეციალურად მოსწავლეებისთვის შექმნილი BOG sCoolApp-ის მეშვეობით ახალგაზრდებს შეუძლიათ თვალი ადევნონ საკუთარ ჯიბის ფულს, შეივსონ მობილურის ბალანსი, გაუგზავნონ თანხის ჩარიცხვის მოთხოვნა მშობლებს, მარტივი და სახალისო გზით განახორციელონ გადარიცხვა მეგობრებთან, მიიღონ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე ოლიმპიადებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების შესახებ. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ყულაბის ფუნქციის მეშვეობით ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, დაიწყონ ფულის დაგროვება, აისრულონ დასახული მიზნები და არ გაჩერდნენ.

„საქართველოს ბანკის“ მიზანია, რომ ყველაზე ციფრული, თანამედროვე და თავისუფალი თაობისთვის შექმნას განვითარების ახალი შესაძლებლობები, რომლებიც დაეხმარება მათ, მომავალში მიიღონ უკეთესი, უფრო გონივრული და გაცნობიერებული გადაწყვეტილებები. სწორედ ამ მიზანს ემსახურება BOG sCoolApp-ის შექმნაც, რომელიც მოსწავლეებს აძლევს საკუთარი ფინანსების განკარგვის სრულ თავისუფლებას, რაც ხელს უწყობს მათში ფინანსური აზროვნების ჩამოყალიბებას და ყოველდღიურ ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით მარტივი ეკონომიკური პრინციპების გათავისებას. ჩვენი ინიციატივის ეფექტურობაზე კი მოსწავლეების მხრიდან მუდმივად მზარდი ინტერესი მეტყველებს. დღეს, BOG sCoolApp-ს 65 000-ზე მეტი ახალგაზრდა იყენებს და რაც ყველაზე მეტად გვახარებს, არის ის, რომ მათი რაოდენობა დღითიდღე სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, გიორგი ვახტანგიშვილი.

თუმცა, ეს BOG sCoolApp-ის შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილია. „საქართველოს ბანკის“ გუნდი აქტიურად აგრძელებს აპლიკაციის ფუნქციონალის დახვეწაზე მუშაობას, რათა ის მოსწავლეების საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე კიდევ უფრო მეტად მორგებული გახადოს.

აპლიკაციის ჩამოსატვირთად ეწვიეთ ბმულს: https://scoolapp.ge/6bFF





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის ლიდერების დონეზე მიმდინარე „რთულ“ დიალოგზე ისაუბრა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics