|
2023-05-15 16:33:10, 1628 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის შექმნა გვსურს
დიდ ბრიტანეთსა და უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის შექმნა სურთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, რიში სუნაკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, "ამაზე ცოტა მეტი მუშაობა" იქნება საჭირო. „მე ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში მოისმენთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, მაგრამ ამაზე ცოტა მეტი უნდა ვიმუშაოთ“,- თქვა ზელენსკიმ. თავის მხრივ, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი უკრაინელ მფრინავებს მოამზადებს. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთს დღეს, 15 მაისს ეწვია. ზელენსკი დიდ ბრიტანეთამდე საფრანგეთსა და გერმანიაში, უფრო ადრე კი, იტალიაში იმყოფებოდა. უკრაინის სახელმწიფოს მეთაური საფრანგეთს გუშინ, 14 მაისს ეწვია და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა. გუშინვე ზელენსკი იმყოფებოდ ბერლინში, სადაც ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცს, ასევე პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. იტალიასა და ვატიკანში უკრაინის პრეზიდენტი 13 მაისს იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონისა და რომის პაპს, ფრანცისკეს შეხვდა.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)