|
2023-05-14 17:26:49, 746 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ძალიან დიდი მადლობა პარტიის ქალთა ორგანიზაციას იმ შთამბეჭდავი პრეზენტაციისთვის, რომელიც ეფუძნებოდა ერთი წლის განმავლობაში ჩატარებულ ძალიან მასშტაბურ სამუშაოებს
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პარტიის ქალთა ორგანიზაციის ერთი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც დადებითად შეაფასა ორგანიზაციის საქმიანობა. მდინარაძემ მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის თითოეულ წევრს გაწეული სამუშაოსთვის და აღნიშნა, რომ მათ მოახერხეს, დინამიკა ეჩვენებინათ ქვეყნისთვის. „ქალთა ორგანიზაციას, მის ხელმძღვანელს და თითოეულ წევრს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ შთამბეჭდავი პრეზენტაციისთვის, რომელიც ეფუძნებოდა ერთი წლის განმავლობაში ჩატარებულ ძალიან მასშტაბურ სამუშაოებს. ამ ქვეყანაში ბევრი გვინახავს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება და შემდეგ გაგრძელება ამას არ მოჰყოლია. საბედნიეროდ „ქართულმა ოცნებამ“ და იმ ქალებმა, რომლებიც ჩვენი პარტიის წევრები, ქალთა ორგანიზაციის წევრები არიან მოახერხეს დინამიკა და ე.წ. „დრაივი“ ეჩვენებინათ მთელი ქვეყნისთვის და დღეს იყო ამის შემაჯამებელი ერთგვარი ღონისძიება და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ წევრს ამისთვის“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



