|
2023-05-14 16:14:55, 841 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - სიცრუესა და სიყალბეზე აგებულ კამპანიას სტრასბურგის გადაწყვეტილებით წერტილი დაესვა
ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ სტრასბურგში ამ სარჩელს არ ჰქონდა არანაირი პერსპექტივა, რასაც ერთი მარტივი მიზეზი აქვს: ხელისუფლება, შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თითოეული პატიმრის, მათ შორის, პატიმარ სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განაცხადა. კობახიძის თქმით, ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება პროგნოზირებადი იყო და მან წერტილი დაუსვა კამპანიას, რომელიც მიხედვითაც, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი სიკვდილის პირას იყო. „ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგმა წერტილი დაუსვა წელიწად-ნახევრიან კამპანიას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურად კვდებოდა საპატიმრო დაწესებულებაში. ეს იყო აბსოლუტურად სიცრუეზე, სიყალბეზე აგებული კამპანია, რომელსაც სტრასბურგის გადაწყვეტილებით წერტილი დაესვა. ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად პროგნოზირებადი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლება მოქმედებს სტანდარტების შესაბამისად, ეს არის ადამიანის უფლებების და ჰუმანური მიდგომის სტანდარტები, რაც 2012 წლიდანაა დანერგილი ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, 12 მაისს საქმეზე "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" სტრაბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. როგორც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაევალა ექსპრეზიდენტის ქვეყნის შიგნით სხვა დაწესებულებაში გადაყვანა.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



