|
2023-05-14 15:04:13, 1579 ნახვა
ომი უკრაინაში
შოლცი - გერმანია უკრაინას 2,7 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს
გერმანია უკრაინას 2,7 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს,- ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც კანცლერმა აღნიშნა, ახალ პაკეტში Marder-ის ქვეითი საბრძოლო მანქანები, Leopard 1-ის ტანკები, Gepard-ის საზენიტო სისტემები და Iris-T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები შედის. „ჩვენ გთავაზობთ ძალიან თანამედროვე, ძალიან ეფექტურ, ხარისხიან იარაღს, რომელიც დაგეხმარებათ თავის დაცვაში. ჩვენ არ ვჩერდებით. ჩვენ ახლახან გადავწყვიტეთ გადმოგცეთ ახალი, 2,7 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტი“,- განაცხადა შოლცმა. კანცლერის თქმით, ომის დაწყების დღიდან დღემდე, გერმანიამ უკრაინას, დაახლოებით, 17 მილიარდი ევროს ოდენობით მხარდაჭერა აღმოუჩინა. პრესკონფერენციაზე შოლცმა ასევე განაცხადა, რომ პარტნიორები მზად არიან, უკრაინას მხარი დიდი ხნის განმავლობაში დაუჭირონ. ფედერალურმა კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიიდან თავისი ჯარები უნდა გაიყვანოს. შოლცის თქმით, გერმანია პარტნიორებთან ერთად რუსი აგრესორების პასუხისგებაში მიცემას უზრუნველყოფს. "დამნაშავეები უნდა დაისაჯონ",- აღნიშნა კანცლერმა. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინს დღეს, 14 მაისს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი ოლაფ შოლცის გარდა, პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერსაც შეხვდა.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)