|
2023-05-13 23:43:48, 867 ნახვა
პოლიტიკა
მურუსიძე - ლექსები და პოეზია მაძლევს ძალას, რომ ყველა განსაცდელს მშვიდად შევხვდე
[პოეზია და ლექსები] არის ის, რაც მაძლევს ენერგიას და ძალას, რომ ყველა განსაცდელს შევხვდე მშვიდად, - ამის შესახებ აშშ-ის მიერ სანქცირებულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ "შაბათის ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ის ბებიასთან და ბაბუასთან ერთად ქართული პოეზიითა და ლექსებით იზრდებოდა. "ბევრი ლექსი ვიცი სხვათა შორის. მიყვარს ზოგადად ქართული პოეზია. ლეონიძე მიყვარს, გალაკტიონზე აღარ ვლაპარაკობ, მირზა გელოვანი მიყვარს, ლადო ასათიანი მიყვარს, პოეზია, ლექსები - ეს ყველაფერი, ბებია-ბაბუასთან ასე ვიზრდებოდი. ეს ყველაფერი მაძლევს ენერგიას და ძალას, რომ ამას ყველაფერს, ყველა განსაცდელს შევხვდე მშვიდად", - განაცხადა მურუსიძემ. შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



